Monday, July 9, 2018

მესამე დღე

დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, ჩამოვტვირთე ჩემი საგნის სტანდარტი. ჩემი პროექტის გეგმაში გადავიტანე საგნობრივი სტანდარტის შესაბამისი ინდიკატორები. შემდეგ შევისწავლეთ როგორ დავსვათ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები. ჩემი პროექტის თემაა ,,მუზეუმი-ცოდნის ტაძარი" და  შევიმუშავე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
 ზოგადი: როგორ ასახავს ან ცვლის კულტურას ხელოვნება?

თემატური: რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე მუზეუმები და გალერეები?

შინაარსობრივი:

  • გსმენიათ თუ არა კულტურის პირველ მოამაგეებზე?
  • როგორ გსმენიათ ფრაზა ,,მუზეუმუ ცოდნის ტაძარია"?
  • გარდა ხელოვნების ნიმუშებით ტკბობისა, კიდევ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშების გაცნობას?

3 comments:

  1. ძალიან მომეწონა შენი აზრი -მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე მუშაობისას .გავითვალისწინებ აუცილებლად

    ReplyDelete
  2. რომელ მოდულში უნდა ვნახო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

    ReplyDelete
  3. ძალინ მომეწონა შენი არჩეული თემა. კითხვებიც კარგად გაქვს ჩამოყალიბებული

    ReplyDelete