Monday, July 30, 2018
მეცხრე დღე
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა, ტრენინგი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. შევაჯამეთ შესწავლილი მასალა, გავაკეთეთ დასრულებული პროექტის პრეზენტაცია, ავტვირთეთ საკუთარ ბლოგზე. შესწავლილ მასალებს გამოვიყენებ სწავლებისას. დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა მარკოზაშვილს გაწეული მიშაობისთვის.
Friday, July 20, 2018
მერვე დღე
დღეს დავათვალიერეთ VII მოდული, გავეცანით თუ რა არის ფასილიტაციას, განვიხილეთ მასაწავლებლის ფასილიტაცია, რესურსებში ფასილიტაციის ნიმუშები დავათვალიერეთ. ერთ-ერთი ნიმუში მოვარგე ჩემს პროექტს და გავაგრძელე პროექტზე მუშაობა.
Wednesday, July 18, 2018
მაშვიდე დღე
დღეს მოვისმინეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე ლექცია, განვიხილეთ სამი ტიპის მოსწავლისათვის საჭირო მეთოდები. ჩემს პროექტის გეგმაში შევავსებ განყოფილებას დიფერენცირებულ სწავლებას. საინტერესო იყო დღვანდელი დღე.
Monday, July 16, 2018
მეექვსე დღე
დღეს დავათვალიერეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები, განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები. ჩემი პროექტის ფარგლებში ავირჩიე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი გაზეთი და მასზე დავიწყე მუშაობა.
Friday, July 13, 2018
მეხუთე დღე
დღეს გავეცანით III მოდულს-კავშირები, რაც დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სწავლის პროცესზე. კერძოდ: პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, გამოიყენებენ გუგლის სერვისებს, ჩათებს, რისი საშუალებით იმუშავებენ საერთო დოკუმენტზე და აზრს გაუზიარებენ ერთმანეთს.
Monday, July 9, 2018
მესამე დღე
დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, ჩამოვტვირთე ჩემი საგნის სტანდარტი. ჩემი პროექტის გეგმაში გადავიტანე საგნობრივი სტანდარტის შესაბამისი ინდიკატორები. შემდეგ შევისწავლეთ როგორ დავსვათ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები. ჩემი პროექტის თემაა ,,მუზეუმი-ცოდნის ტაძარი" და შევიმუშავე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზოგადი: როგორ ასახავს ან ცვლის კულტურას ხელოვნება?
თემატური: რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე მუზეუმები და გალერეები?
შინაარსობრივი:
ზოგადი: როგორ ასახავს ან ცვლის კულტურას ხელოვნება?
თემატური: რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე მუზეუმები და გალერეები?
შინაარსობრივი:
- გსმენიათ თუ არა კულტურის პირველ მოამაგეებზე?
- როგორ გსმენიათ ფრაზა ,,მუზეუმუ ცოდნის ტაძარია"?
- გარდა ხელოვნების ნიმუშებით ტკბობისა, კიდევ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშების გაცნობას?
Thursday, July 5, 2018
მეორე დღე
გავიხსენეთ წინა სატრენინგო მასალა. გავეცანით პუბლიკაციების შექმნას. დავიწყეთ ბუკლეტის შექმნა. ჩემი პროექტისთვის მოვამზადებ მოსწავლის ნაშრომს ( ბუკლეტს).
Tuesday, July 3, 2018
პირველი დღე
გავეცანი ვიდეო სახელმძღვანელოს, განვიხილეთ სამოდელო პროექტის გეგმა,დავგეგმავ პროექტს და მიღებული ცოდნა გამომადგება პრაქტიკაში.
Subscribe to:
Posts (Atom)