Monday, July 30, 2018

მეცხრე დღე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა, ტრენინგი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. შევაჯამეთ შესწავლილი მასალა, გავაკეთეთ დასრულებული პროექტის პრეზენტაცია, ავტვირთეთ საკუთარ ბლოგზე. შესწავლილ მასალებს გამოვიყენებ სწავლებისას. დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა მარკოზაშვილს გაწეული მიშაობისთვის.

Friday, July 20, 2018

მერვე დღე

დღეს დავათვალიერეთ VII მოდული, გავეცანით თუ რა არის ფასილიტაციას, განვიხილეთ მასაწავლებლის ფასილიტაცია, რესურსებში ფასილიტაციის ნიმუშები დავათვალიერეთ. ერთ-ერთი ნიმუში მოვარგე ჩემს პროექტს და გავაგრძელე პროექტზე მუშაობა.

Wednesday, July 18, 2018

მაშვიდე დღე

დღეს მოვისმინეთ  დიფერენცირებულ სწავლებაზე ლექცია, განვიხილეთ სამი ტიპის მოსწავლისათვის საჭირო მეთოდები. ჩემს პროექტის გეგმაში შევავსებ განყოფილებას დიფერენცირებულ სწავლებას. საინტერესო იყო დღვანდელი დღე.

Monday, July 16, 2018

მეექვსე დღე

დღეს დავათვალიერეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები, განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები. ჩემი პროექტის ფარგლებში ავირჩიე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი გაზეთი და მასზე დავიწყე მუშაობა.

Friday, July 13, 2018

მეხუთე დღე

დღეს გავეცანით III მოდულს-კავშირები, რაც დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სწავლის პროცესზე. კერძოდ: პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, გამოიყენებენ გუგლის სერვისებს, ჩათებს, რისი საშუალებით იმუშავებენ საერთო დოკუმენტზე და აზრს გაუზიარებენ ერთმანეთს.

მეოთხე დღე

შევისწავლე შეფასების დროის ჩარჩო. გამოვაქვეყნე ჩემი მომზადებული პრეზენტცია ჩემს ბლოგზე.

Monday, July 9, 2018

მესამე დღე

დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, ჩამოვტვირთე ჩემი საგნის სტანდარტი. ჩემი პროექტის გეგმაში გადავიტანე საგნობრივი სტანდარტის შესაბამისი ინდიკატორები. შემდეგ შევისწავლეთ როგორ დავსვათ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები. ჩემი პროექტის თემაა ,,მუზეუმი-ცოდნის ტაძარი" და  შევიმუშავე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
 ზოგადი: როგორ ასახავს ან ცვლის კულტურას ხელოვნება?

თემატური: რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე მუზეუმები და გალერეები?

შინაარსობრივი:

  • გსმენიათ თუ არა კულტურის პირველ მოამაგეებზე?
  • როგორ გსმენიათ ფრაზა ,,მუზეუმუ ცოდნის ტაძარია"?
  • გარდა ხელოვნების ნიმუშებით ტკბობისა, კიდევ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშების გაცნობას?